საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ნატახტრის 1 სოია


საზოგადო სახელი: სოიაnataxtris1

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის  სახელწოდება: ნატახტრის 1 Glycine max 'Natakhtaris 1'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში ჰიბრიდიზაციითა და ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით (დედა - გურული ადგილობრივი შეჯვარებული მამა - იმერული ადგილობრივის, ადრეულა 6-ის; ზარნაძის; ჭიათურული ადგილობრივის და ილინის მტვრის ნარევთან). დარაიონებულია 1968 წლიდან, კახეთის რაიონების სარწყავი პირობებისათვის.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია,  სავეგეტაციო პერიოდი 110-130 დღეა. მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის ჩაწოლისადმი გამძლე სახესხვაობას - var. communis Enk. მცენარე საშუალო სიმაღლისაა 90სმ-მდე, ნახევრად კომპაქტური.ახასიათებს საშუალო დატოტვა და  შეფოთვლა.ფოთლები საშუალო და პატარაა, ოვალურ-წამახვილებული. ყვავილი თეთრია და მსხვილი. ყვავილსაჯდომზე ზის 3-5 ყვავილი. პარკი ყავისფერია, 3-4 მარცვლიანი, ოდნავ მოხრილი, ბლაგვი დაბოლოებით, მსხვილია და ფართო.ერთი მცენარე საშუალოდ 122-194  პარკს ივითარებს. თესლი კრემისფერ-ყვითელია, ასეთივე ფერის ჭიპით, ფორმით მსხვილი ბურთისებრია. არ ახასიათებს ჩაწოლა და მარცვლის ცვენადობა.  1000 მარცვლის მასაა 220-230 გრ, საშუალო მოსავლიანობა - 2,1ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 34,4% ცილასა და 22,4% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: ნატახტრის 1 სამარცვლე მიმართულებისაა. ამ ჯიშის თესლი მაღალი სასაქონლო ღირებულებით ხასიათდება. მოზაიკით,  ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებით არ ავადდება.

წყაროები: აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1982 წ.

სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1963 წ.

Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი