საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გვაწა ზანდური ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალიgvawazanduriB

სახეობის   სახელწოდება:  Triticum  monococcum  L.

ქვესახეობა : Triticum monococcum  L.  subsp  monococcum

სახეობის  სახელწოდება:  გვაწა ზანდური

გავრცელება:  წარსულში ეს ხორბალი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი ნათესები გვხვდებოდაgvawwazanduri საქართველოს ბევრ რაიონში: ქართლში, სამაჩაბლოში, რაჭა–ლეჩხუმში. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ეს სახეობა დასავლეთ საქართველოში, ძირითადად ჩელტა ზანდურთან (Triticum timopheevii  [Zhuk.] Zhuk.) იყო შერეული.  ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ იშვიათ მინარევად ხორბლის ნათესებში.

სახეობის დახასიათება: გვაწა ზანდური საგაზაფხულო ფორმაა,  მიეკუთვნება კილიან ხორბლებს, ძნელად ილეწება. სიმაღლით 90-110 სმ. ღერო წვრილი, თხელკედლიანი, მოქნილი, არ წვება. მუხლები შებუსული. ფოთოლი ასევე შებუსული, ვიწრო. თავთავი ბრტყელი, მკვრივი (D=40-55). თავთავის ღერაკი vawazanduriAმტვრევადია. ფხები გრძელია, თავთუნი მოგრძო-ოვალური, შებუსული ან პრიალა. მარცვალი ვიწრო, წითელი ფერის. გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. საქართველოში 6 ძირითადი სახესხვაობა იყო აღწერილი.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად გვაწა ზანდური აღარ ითესება. ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.

წყაროები: ნ. ბრეგაძე  საქართველო მიწათმოქმედების დამოუკიდებელი კერა თბილისი 2004

В. Ф. Дорофеев.     Культурная Флора СССР    Т- I  Пшеница.   Колос 1979

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი