სამსუნი 27 თამბაქო
საზოგადო სახელი: თამბაქო
სახეობის სახელწოდება: Nicotiana tabacum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.
ჯიშის სახელწოდება: სამსუნი 27 - Nicotiana tabacum fruticosa ‘Samsuni 27’
წარმოშობა: სამსუნი 27 გავრცელებული იყო საქართველოში აფხაზეთსა და აჭარაში, ასევე კრასნოდარის მხარეში (შავი ზღვის სანაპიროზე), აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში. ეს ჯიში გამოყვანილია აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურში ადგილობრივი მასალიდან მასობრივი გამორჩევის გზით.
ჯიშის დახასიათება: სამსუნი 27 სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით საპაპიროსე თამბაქოს ტიპია. სავეგეტაციო პერიოდის მქონე ჯიშია. გადარგვიდან წვეროს ფოთლის მომწიფებამდე სჭირდება 90-120 დღე. მცენარის ფორმა ცილინდრულია ან თითქმის ცილინდრული. ფოთლების მდგომარეობა - ღეროზე გამოშვერილი. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, მკვრივი, საშუალო სიდიდის, ყვავილი ვარდისფერია, საშუალო ზომის. მცენარის სიმაღლე ყვავილედით 70-150 სმ-მდეა. ფოთოლი ყუნწიანია. მცენარის შუა იარუსზე ფოთლის ფირფიტა ფართო ოვალურ-გულისებრია, უფრო ხშირად ასიმეტრიული. ფოთლის ზედაპირი წვრილბორცვებიანია, ბიბილო პატარაა, წაგრძელებული და ოდნავ ნაოჭიანი, ნახევრად მიკრული ღეროზე. ეს ჯიში მრავალ და წვრილფოთლიანია. ერთ ძირზე 35-40 ფოთლამდე აქვს. ფოთლის სიგრძე-სიგანის შეფარდება უდრის 1,4 - 1,7:1, ნერვაცია ნაზი, ფერი - ღია მწვანე. აღნიშნული ჯიში სამსუნებში მაღალმოსავლიანია - 1,1-1,5 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს აგრარულიუნივერსიტეტისმცენარეთაგენეტიკურირესურსებისბანკში, ასევე რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: შავი ზღვის სანაპიროზე ეს ჯიში მაღალხარისხოვან ნარინჯისფერ და მუქ ნარინჯისფერ, ელასტიკურ, მაღალარომატულ და გემოვან ნედლეულს იძლევა. სხვა რაიონებში კი მოყვითალო-ნარინჯისფერ, ნაკლებად ტიპობრივი გემოს მქონე საჩონჩხე მასალას.
წყაროები: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1959 წ;
ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1975 წ;
გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.