საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაჟოვანა თეთრი


საზოგადო სახელი:   სიმინდი

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

სახესხვაობის   სახელწოდება:  Zea mays  var. alba Alef.    

ჯიშის  სახელწოდება:   კაჟოვანა თეთრი  Zea mays alba ‘Kazhovana Tetri’

წარმოშობა: ძველი ადგილობრივი ჯიშია, გაუმჯობესებულია საქართველოს სასელექციო სადგურში.ეს ჯიში ჩამოყალიბებულია  საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ პირობებში.ის ძირითადად გავრცელებულია მთიან და მაღალმთიან ზონებში.

ჯიშის  დახასიათება: ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია მოკლე და საშუალო სავეგეტაციო პერიოდი. მცენარის სიმაღლე საშუალოდ 150სმ-ია,  ბარტყებს ინვითარებს მცირე რაოდენობით(1,0-1,1). ჩაწოლისადმი გამძლეა. ტაროს მიმაგრების სიმაღლე - 54სმ.  ტარო კონუსისებურია, მოკლე, საშუალოდ 14 სმ სიგრძის. დიამეტრი - 4სმ. მარცვალი თეთრია, თავგადალესილი ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის.1000 მარცვლის მასა 284 გრამია. ჯიშის მოსავლიანობა წლების განმავლობაში იყო 1,9-2,6 ტ/ჰა. ჯიში გვალვაგამძლეა და მაღალხარისხოვანია სასურსათედ.

დღვანდელი მდგომარეობა:  ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის  მცენერეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: დარაიონებულია 1933 წლიდან ქვემო ქართლის სარწყავი, მესხეთისა და ჯავახეთის მთაგორიან, დიდი კავკასიონის მთიან და სამგორის სარწყავ ზონებში.

წყაროები: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1959 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი