ახალქალაქის ადგილობრივი
საზოგადო სახელი: ესპარცეტი
სახეობის სახელწოდება: Onobrychis viciifolia Scop. (=Onobrychis sativa Lam. )
ჯიშის სახელწოდება: ახალქალაქის ადგილობრივი - Onobrychis viciifolia Akhalkalakis Adgilobrivi’
წარმოშობა: ხალხური სელექციით მიღებული უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ჩამოყალიბდა ჯავახეთში და აქედან გავრცელდა მოსაზღვრე მთიან რაიონებში და დაბალ ზონაშიც - კახეთის, ქართლის და სამაჩაბლოს რაიონებში. დარაიონებულია 1947 წლიდან, შირაქ-კახეთის ველის ურწყავებისათვის.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალოა 80-90დღე. მცენარის სიმაღლეa 60-75სმ. ფორმა ბუჩქისებრია, ნახევრადკომპაქტური, ბარტყობა - საშუალო. შეფოთვლა საშუალოა, საერთო მასის 35%. ყვავილედი მტევნისებრია, მოწითალო-მოვარდისფრო, გაშლის წინ მისი ფორმა მოკლეცილინდრულია.
საქართველოს მთისწინებში ორ განათიბს იძლევა. ახალქალაქის ადგილობრივის თივის საშუალო მოსავლიანობაa 6ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: ამ ჯიშს ზამთარგამძლეობა მაღალი აქვს. გათიბვის შემდეგ ნელა იზრდება, სოკოვანი დაავადებებით ნაკლებად ავადდება.
წყაროები:
1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.