საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლი 5 ტრიტიკალე


საზოგადო სახელი: ტრიტიკალეqartli5

სახეობის სახელწოდება: ×Triticosecale spp.

ჯიშის სახელწოდება: ქართლი 5 - × Triticosecale ‘Kartli 5’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკისა დასელექცია-მეთესლეობის კათედრის მიერ. ჰექსაპლოიდური ფორმაა, მიღებულია მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევით, ჰიბრიდული კომბინაციიდან [K- 347127 (მექსიკა) X ავრორა] X დოლის პური 35–4. საქართველოში გასავრცელებლად დაშვებულია 2000 წლიდან.

მოკლე აღწერა: მცენარე მაღალმოზარდია, სწორმდგომი, ღერო ღრუიანი, უხვად შეფოთლილი, ჩაწოლის მიმართ გამძლე. ღერო და ფოთლები - ნაზი, საქონლისთვის კარგი საკვებია. სავეგეტაციო პერიოდი მწვანე მასის მისაღებად 190–197დღეა, მარცვლისათვის - 225–232 დღე. 1000 მარცვლის მასა 53,2–55,6 გრამია. ღეროს მშრალი მასის საშუალო მოსავალია 1,0 ტ/ჰა. მარცვლის საშუალო მოსავალი - 3,4-4,2 ტ/ჰა. ჯიში ექვემდებარება მექანიზირებულ აღებას.

დღევანდელი მდგომარეობა: თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.

დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება სამარცვლე მიმართულების ჯიშს.

წყაროები: : ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2008 წ.;
გ. ბადრიშვილი, ვ, ზედგინიძე, რ. ძიძიშვილი, მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბილისი, 2009 წ. გვ. 69.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი