საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

პაპალაშვილი 3


საზოგადო სახელი:   სიმინდი 

სახეობის სახელწოდება Zea mays  L. 

სახესხვაობის   სახელწოდება:  Zea mays  var. leucodon  Alef. 

ჯიშის ადგილობრივი სახელწოდება:   პაპალაშვილი  3  Zea mays leucodon ‘ Papalashvili 3’

წარმოშობა:  გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში, პროფ. პაპალაშვილის მრავალტაროიან-მრავალღეროიანი თეთრიდან ინდივიდუალური და მასობრივი გამორჩევის გზით.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 140-145 დღე. მცენარის სიმაღლე 310-350 სმ-ია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 150-160 სმ. ახასიათებს ძლიერი ბარტყობა (2-3 ნაბარტყი). ფოთოლი მუქი მწვანეა, ფოთლების რაოდენობა ღეროზე - 21-25. ტარო საშუალო სიდიდისაა, სუსტი კონუსური. სიგრძე - 18 სმ. ტაროს საშუალო წონაა 240 გრ.  ტაროზე მარცვლის 10-12 მწკრივია. მწკრივში 30-40 მარცვალი. ნაქუჩი თეთრია. მარცვლის გამოსავლიანობა 82%. მარცვალი ნახევრად  კბილაა,  თეთრი. 1000 მარცვლის მასაა 330 გრ. ფუზარიოზით ავადდება სუსტად. სუსტი გამძლეა  გუდაფშუტისა და ფარვანას მიმართ. მგრძნობიარეა მაღალი აგროტექნიკისადმი. სასილოსედ თესვის შემთხვევაში მცენარეთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათასს, ხოლო სამარცვლედ - 20 ათასს.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: დარაიონებულია სასილოსედ 1987 წლიდან რესპუბლიკის სარწყავი რაიონებისათვის.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი