საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხითირა (ხიტირი) თეთრი


საზოგადო სახელი: ღომიxitiratetri

სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv. 

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica var. clavata Decapr. & Kasparian 

ჯიშის სახელწოდება: ხითირა (ხიტირი) თეთრი Setaria italica clavata ‘ Khitira Tetri’ - 

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო   იმერეთში, ლეჩხუმსა და სამეგრელოში.

ჯიშის დახასიათება: ხითირა თეთრი  საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 145-150 დღეა. მცენარე საკმაოდ მაღალია, ღერო იზრდება 170 სმ-მდე.  თაველი მარტივი ფორმისაა, დაუტოტავი, სიგრძით  25-30სმ, ცილინდრული ფორმის, მისი წონა სხვა ჯიშებთან შედარებით ნაკლებია 13-15 გრ. ნაკვთულები თაველის მთელ სიგრძეზე ერთნაირი ფორმისაა და მოკლე ყუნწზე სხედან. შებუსულია მოკლე, მაგრამ ხშირი მწვანე ჯაგრულით. თაველი ყვითელია, სიმწიფისას იღებს ღია მოყავისფრო ელფერს. მარცვალს მოყვითალო-მოთეთრო ფერი გადაჰკრავს. წონით 30 გრამამდეა. მარცვლის გამოსავლიანობა 80-82%-ია, სიმწიფისას მარცვლის ცვენადობა არ ახასიათებს. გამოლეწვა ადვილია.

დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულის სარკვევი, თბილისი  1948 წ;.

ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II,  თბილისი, 1950 წ;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;

მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი