ადგილობრივი წითელი ლობიო
საზოგადო სახელი: ლობიო
სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.
ლათინური სახელწოდება: Phaseolus vulgaris var. spearicus cremus atropurpures variegatus L.
ჯიშის სახელწოდება: ადგილობრივი წითელი Phaseolus vulgaris sphearicus variegatus ‘Adgilobrivi Tsiteli’
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონებში, ჯიში დარაიონებულია 1942 წლიდან, IV, V და XVII ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: საშუალო სავეგეტაციო პერიოდისაა, ვეგეტაცია გრძელდება 85–90 დღე, ბუჩქის ფორმა კუტია, მცენარის სიმაღლეა 30–45 სმ, ფოთოლი კვერცხისებრ წაგრძელებული წვეროთი, ახასიათებს მეჩხერფოთლიანობა, ყვავილი ღია იისფერია, პარკი ცილინდრული ფორმისაა, სიგრძით 10–12 სმ. პარკი ფართოა, ოდნავ მოხრილი, შემოსული, დამწიფებული პარკი მწვანეა, აყრია მოწითალო იისფერი ლაქები, 1000 მარცვლის წონაა 380–420 გრამი. თესლი კვერცხისებური ფორმისაა, ძირითადად შეფერილია კრემისფრად, წითელი ლაქებით („წითლადჭრელი“).
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში გამოირჩევა დაავადებების მიმართ კარგი გამძლეობის უნარით. დარიონებულია ძირითადად სამარცვლედ, თესლი გამოირჩევა კარგი ღირსებით, საშუალო მოსავლიანია.
წყაროები: Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года Тбилиси 1981 ст.252