საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საბოსტნე 1 სოია


საზოგადო სახელი: სოიაsabostne1

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის სახელწოდება: საბოსტნე 1  Glycine max  'Sabostne 1'

წარმოშობა: ინტროდუცირებულია ტაივანის მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან (ACIRO) და გამორჩეულია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელ სადგურში. დარაიონებულია 2011 წელს, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარწყავი ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: საბოსტნე 1 საადრეო ჯიშია. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს 85-90 დღეს. მცენარე სწორმდგომია, მძლავრი ფესვთა სისტემითა და კარგად შეფოთლილი ბუჩქით. ბუჩქის სიმაღლეა 40-50 სმ, საშუალოდ შებუსულია, მოკლე მუხლთაშორისებით, საშუალოდ შეფოთლილი. ფოთოლი ოვალურია, მახვილი წვერით. ყვავილი თეთრია, ყვავილობის ხანგრძლივობა 20-30 დღეა. პარკი მწვანეა, 5 სმ სიგრძის, სიგანე - 1,2 სმ. ერთი მცენარე ივითარებს 30-50 პარკს, პარკში ძირითადად 2 თესლია, იშვიათად 1 და 3. თესლი მწვანეა, ოვალური ფორმის, ბრტყელი, სიგრძით 1,3სმ. 1000 ნედლი მარცვლის მასა 680გრ-ია. მწვანე მარცვალი შეიცავს 42% ცილას და 22% ცხიმს. პირველი კრეფა მწვანე პარკების ტექნიკურ სიმწიფეში შესაძლებელია მე-60 დღეს. მოსავლიანობა ტექნიკურ სიმწიფეში 9ტ/ჰა-მდეა, სრულ სიმწიფეში კი 3ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე ინახება სელექციონერის კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში საბოსტნე 1 საბოსტნე მიმართულებისაა, გამძლეა სოკოვანი და ვირუსული დაავადებების მიმართ.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 3(7), თბილისი, 2011 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი