საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოძუა


საზოგადო სახელი: ღომიkodzua 

სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. dissecta Dekapr. & Kasparian

ჯიშის  სახელწოდება: კოძუაSetaria italica dissectaKodzua’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო  ძირითადად ლეჩხუმში.

ჯიშის დახასიათება: კოძუა ღომი საადრეო ჯიშია, მისი kodzua (2) სავეგეტაციო პერიოდი 60-80 დღემდეა. მცენარე საშუალო სიმაღლისაა, 150-170სმ-მდე. თაველი მარტივია, დაუტოტავი, მოთეთრო ან ღია ყვითელი ფერის. ჯაგრულა საკმაოდ გრძელია - 10 მმ, დაბუჩქული, იისფერი. თაველის სგრძე 35-40სმ-ია, თავთუნები განიერი და სქელია, რაოდენობით 125 ცალი ერთ თაველზე, ძლიერ კომპაქტური. მარცვლის გამოსავლიანობა 84-88%-ია, მარცვალი ყვითელია ცვენადია და ადვილად ილეწება. კოძუა ღომს ლეჩხუმში ორ თვეში იწევდნენ.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში. ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK)

წყაროები: მიხეილ ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, თბილისი, 1951წ;

ი. მაისაია; მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, „მეცნიერება“, 2003 წ;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;

მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი