საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლის თეთრი დოლის პური ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალიqartlistetridolispuri

სახეობის  სახელწოდება: Triticum aestivum  L. 

ჯიშის  სახელწოდება:  ქართლის თეთრი დოლის პური- Triticum aestivum  ‘qarthlis tetri dolis puri’

გავრცელება: ადგილობრივი ჯიშია, ერთ დროს ეს პოპულაცია ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული ქართლში და გარე კახეთში.

ჯიშის დახასიათება: საშემოდგომოა. გვალვაგამძლეა და იტანს როგორც ნიადაგურ ასევე ატმოსფერულ გვალვას.  აღმონაცენს  ჩვეულებრივ აქვს მუქი ანტოციანური შეფერვა, შემოდგომით ბუჩქი გართხმულია მიწაზე და ივითარებს ფოთლებს, რის საშუალებითაც კარგად უძლებს ამოქარვას და ცივ ზამთარს.

ბარტყობას იწყებს ადრე და ენერგიულად, პროდუქტიული ბარტყობა მაღალია (4-5), ნოყიერ ნიადაგებზე 8-10. შედარებით ნაკლებად შეფოთლილია, ფოთლები მოკლე და ვიწროა. ღერო საშუალო სიმაღლისაა, წვრილი, ნაზი. აქვს მიდრეკილება ჩაწოლისადმი რაც ამ პოპულაციისათვის დამახასიათებელია, წვება ერთი მიმართულებით. თავთავი მოკლე ან საშუალო ზომისაა (7-10 სმ) ვიწრო, ძირითადად თითისტარისებრია. თავთუნის ღერაკი ვიწროა, ღია ყვითელი. პრიალა ზედაპირით. საშუალო სიმკვრივის (18-20), ფხები თავთავის სიგრძისაა, საკმაოდ გადაშლილი და ნაზი, ხოლო დაბლობ ზონაში უფრო უხეში.

თავთუნის კილის ფორმა -კვერცხისებრი, ლანცეტური ან ვიწროლანცეტურია, ვიწრო, აწეული მხარით და გრძელი, ფხის მაგვარი თავთუნის კილის კბილაკით, რომელიც გრძელდება თავთავის წვერისაკენ, როგორც მინარევი გვხვდება ფორმები მოკლე წაწვეტებული კბილაკით. მარცვალი მოგრძო ოვალურია, რქისებრი ან ნახევრად რქისებრი კონსისტენციისა. მჭიდროდ არის მოთავსებული ყვავილის კილებში, რაც აძნელებს მის გალეწვას. არაცვენადია. 100 მარცვლის მასა 25-30 გრამის ფარგლებში მერყეობს. დოლის პურის თავთავისათვის დამახასიათებელია ქვედა თავთუნების განუვითარებლობა.

აქვს პურცხობის მაღალი უნარი. მარცვალში ცილის შემცველობა მაღალია. ყვითელი და მურა ჟანგათი შედარებით ძლიერად ავადდება.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983

ბ. ჯანელიძე, ვ გორგოშიძე  საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის  თბილისი 1960

ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა, ჯაფარიძე. მემცენარეობა   თბილისი 1959

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი