საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ძველთესლი ქერი


საზოგადო სახელი: ქერიdzveltesli

სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L.

სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. pallidum Ser.

ჯიშის სახელწოდება: ძველთესლი - Hordeum vulgare ‘Dzveltesli’

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით, ჯიში საშემოდგომოა. მცენარე საშუალო სიმაღლისაა. თავთავი მრავალმწკრივიანი, მოჩალისფრო- ყვითელი, ოთხკუთხა, ფხები პარალელურად განწყობილი, უხეში, დაკბილული, ნაწილობრივ ახასიათებს მომწიფებისას ჩამოცვენა. მარცვალი მოჩალისფრო-ყვითელი, ელიფსურიდან – ოვალურამდე მოყვანილობის, 1000 მარცვლის მასა 40–50 გ-მდეა. ყვავილის კილი საშუალო სიტლანქისაა, დაფარულია უხეში კბილებით. თავთავი უმეტესად დახრილია, თავთუნის კილი ვიწრო ლანცეტურია, ხშირად ემსგავსება ფხისებრ დანართს, უხვადაა დაფარული გრძელი ბეწვით ან იშვიათად კილის ფუძე შებუსილია.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია: თავთავის თითოეულ ამონაკვეთში სამი განვითარებული თავთუნია, რომლებშიც მარცვალი ვითარდება.

წყაროები: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი 1969 წ. გვ. 36; გ. ბადრიშვილი – მემცენარეობა. თბილისი 1981 წ. გვ. 91;
საქართველოს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ. გვ.19

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი