მუხრანი ხორბალი
სახესხვაობის სახელწოდება : Triticum aestivum L. var. aestivum
ჯიშის სახელწოდება: მუხრანი : Triticum aestivum ‘Mukhrani’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი : გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტის მიერ, ინდუცირებული მუტაგენეზის მეთოდით ჯიშ „მოწინავე“–დან, თესლის 15 кр გამა–დასხივების მოქმედებით. გასავრცელებლად დაშვებულია 1991 წლიდან საქართველოს ხორბლის მწარმოებელი ყველა რეგიონისათვის.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა, მცენარის საშუალო სიმაღლე 90-100 სმ. თავთავი ფხიანი, თეთრი, სიგრძით 10–12 სმ. მარცვალი წითელი, მსხვილი. თავთავში მარცვლების რაოდენობა 56–60 ცალი, 1000 მარცვლის მასა 43-45 გრამი, მომწიფებისას მარცვალი არ ცვივა, ადვილად ილეწება. საშუალო მოსავლიანობაა 4,5–5,0 ტ/ჰა–ზე.
დღევანდელი მდგომარეობა : თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.
წყარო : საქართველოს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის. თბილისი 1996 წ. გვ. 17;ვლ. ქევხიშვილი – ხორბალი, აგროტექნიკა. თბილისი 2001 წ. გვ. 97; საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 316
დამატებითი ინფორმაცია : ჯიშიხასიათდება ძლიერი ხორბლის ნიშნებით.