საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საპარკე 75 ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიოsaparke75

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: საპარკე 75  Phaseolus vulgaris ‘Saparke 75’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის  სელექციის სადგურში, ავტორები ს. თედორაძე, ლ. დეკაპრელევიჩი და  მ. ღვინიაშვილი. გამა-სხივების დასხივებით ჯიში „ცანავა 3-დან“ ინდივიდუალური გამორჩევის გზით.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია.  აღმოცენებიდან  მარცვლის მომწიფებამდე ესაჭიროება  85-90 დღე, აღმოცენებიდან მწვანე პარკის კრეფამდე  45-50 დღე, მწვანე პარკის კრეფის ხანგრძლივობა 34 დღეა. დაბალმოზარდი ბუჩქია 35-45 სმ. ფოთლები მუქი მწვანეა, მომრგვალო კვერცხისებრი ფორმის, გოფრირებული. ყვავილი ვარდისფერია, საკმაოდ მსხვილია. პარკი ოდნავ მოხრილია,  11-12 სმ სიგრძის და 10-12 მმ სიგანის. პარკი ტექნიკურ სიმწიფეში მწვანეა, მოყვითალო მეწამული ლაქებით, პერგამენტის შრე და ძაფები არ ახასიათებს. თესლი ელიფსური ფორმისაა,  ღია ყვითელი შეფერილობის ფონზე მეწამული ფერის ლაქებით. 1000 მარცვლის მასაა 450-480 გრ. მაღალმოსავლიანი ჯიშია - 15 ტ/ჰა მწვანე პარკი და 1,46 ტ/ჰა თესლი.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების  ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ:  ანტრაქნოზი, ბაქტერიოზი და ჟანგა. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით. კარგია როგორც საპარკედ, ისე სამარცვლედ, ამიტომ იგი უნიერსალური ჯიშია.

წყაროებიშოთაობოლაძე, საბოსტნეპარკოსანიკულტურები. გამომცემლობა „საბჭოთასაქართველო“, თბილისი 1984, გვ. 28;

ს. თედორაძე, მცენარეთარადიაციულისელექცია „საბჭოთასაქართველო“, თბილისი, 1968, გვ. 54.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი