წეროვანი 4
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. leukodon Alef.
ჰიბრიდის სახელწოდება: წეროვანი 4 - Zea mays X leukodon ‘Tserovani 4’
წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი ფორმულაა: S91SIWq X აჯამეთის თეთრი. დედა ფორმა CIMMYT-ის მიერ გამოგზავნილი სინთეზური პოპულაციაა, მამა ფორმა-ადგილობრივი ჯიშია - აჯამეთის თეთრი. გასავრცელებლად დაშვებულია 2011 წლიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონისა და აღმოსავლეთ საართველოს სარწყავი რაიონებისთვის.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 142 დღეა. მცენარის სიმაღლეა 322 სმ. მიწისზედა მუხლების რაოდენობა - 18-19, ფოთლებისა - 20- 21. მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე 20-22 სმ. ტაროს შემარცვლა 100 %, მარცვლის მწკრივების რაოდენობა 14-16, მშრალი ტაროს მასა 237გრამია, მარცვლის გამოსავალია 82%. ნაქუჩი თეთრია. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 117 სმ. მარცვალი თეთრია, კონსისტენცია შუალედური, 1000 მარცვლის მასაა 342 გრამია. მოსავლიანობა - 7.24 ტ/ჰა. მცენარეთა დგომის ოპტიმალური სიხშირეა 45-50 ათასი მცენარე ჰა-ზე. არ ახასიათებს ღეროს ჩაწოლა. ფარვანათი ზიანდება სუსტად. ჰიბრიდული თესლის მისაღებად საჭიროა საჰიბრიდიზაციო ნაკვეთზე მშობელი ფორმები დაითესოს სხვადასხვა ვადაში. მამა ფორმა ითესება მაშინ, როდესაც დედა ამოსულია და არის 2-3 ფოთლის ფაზაში. ჰიბრიდული თესლის მიღება ხდება სქემით ♀5 : ♂1. ამ სქემის გამოყენებისას თესლის გამოსავალი ჰა-ზე 83.3%-ია.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სასურსათე დანიშნულებისაა, გამოიყენება აგრეთვე სასილოსედაც.
წყაროები: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში”, სამეცნიერო შრომათა კრებული, თბილისი, 2008, გვ. 80-82;
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 4(8), თბილისი, 2011, გვ. 23-28.
