საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გომბორულა ხორბალი


საზოგადო სახელი:  ხორბალი

სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum  L.

ჯიშის  სახელწოდება:  გომბორულა - Triticum aestivum    ‘Gomborula’

 გავრცელება: გომბორულა აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია. ძირითადად გავრცელებულია კავკასიონის ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე, მაგრამ გვხვდება კახეთის სხვა კუთხეებშიც.

ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმაა, მაგრამ ითესება ძირითადად შემოდგომით.   ამ პოპულაციისათვის დამახასიათებელია წვრილი, საკმაოდ გრძელი, თითისტარისებრი თავთავი. ნაკლები ცვენადი მარცვლით. ამ ჯიშისათვის ტიპიურია თავთავის ზედა ნაწილში 2–3 სმ. სიგრძის ფხისმაგვარი დანართები. თავთუნის კილი ფართოა, ან კვერცხისებრი ფორმის, მოკვეთილი მხრით. თავთუნის კილის კბილაკი მოკლე და ბლაგვია, მარცვალი საშუალო სიდიდის ან წვრილი, 1000 მარცვლის მასა 30 გრამია. ღერო მაღალია, მაგრამ არ წვება. ბარტყობის უნარი მაღალია. შეფოთვლა საკმაოდ ძლიერი. ფართოფოთლიანია. საგაზაფხულო ფორმაა მაგრამ ითესება ძირითადად შემოდგომით. ხასიათდება მაღალი ცხობისუნარიანობით და შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. ხასიათდება მაღალი ადაპტაციის უნარით, გამძლეობით სოკოვანი დაავადებების  და ჩაწოლის მიმართ.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი