საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუხრანულა ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება:Phaseolus vulgarisL.

ჯიშის სახელწოდება: მუხრანულა  Phaseolus vulgaris ‘Mukhranula’

წარმოშობა:ჯიში გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ადგილობრივი ლობიოს პოპულაციიდან ინდივიდუალური შერჩევით.  ჯიში დარაიონებულია 1982 წლიდან I, XV და XVIII ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება:გამოირჩევა მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ვეგეტაცია გრძელდება 65 დღემდე, საქართველოს პირობებში იძლევა ორ მოსავალს.ბუჩქის ფორმა კუტია, მცენარის სიმაღლეა 38 სმ, აქვს კომპაქტური ბუჩქის ფორმა. ერთ მცენარეზე 8–12 პარკია, პარკში - 4–5 მარცვალი, მარცვალი მსხვილია, ოვალური ფორმისა, კრემისფერი შეფერილობითა და მუქი წითელი ლაქებით. 1000 მარცვლის მასა 292 გრამია. მოსავლიანობა 1–1,5 ტ/ჰა. ნედლი პროტეინის შემცველობა მარცვალში - 21,9%, ცხიმი 1.84%.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში არ ავადდება ბაქტერიოზით, ფუზარიოზით, ჟანგათი და  ანტრაქნოზით. ვარგისი მექანიზებული აღებისთვის. სამი წლის (1977–1980 წწ) საშუალო მონაცემებით ჯიში „მუხრანული“, ხობისა და თელავის ჯიშთა გამოცდის პუნქტებზე იძლეოდა 0.3 –0,4 ტ-ით მეტ საჰქტარო მოსავალს, ვიდრე ჯიში „წითელი ინდური“.

წყაროები:  ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შრომები XXXI, თბილისი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი