საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული კრუგი


საზოგადო სახელი:  სიმინდი

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

სახესხვაობის სახელწოდება:  Zea mays  var. flavoubra Körn.

ჯიშის სახელწოდება:  ქართული კრუგიZea mays flavoubra‘Kartuli Krugi’

წარმოშობა: ქართული კრუგი,  ამერიკული ჯიშ კრუგიდან (კრუგ კორნი)არის გაუმჯობესებული საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ.ჯიში საკმაოდ გამძლეა დაავადებათა მიმართ, მაგრამ ბუშტოვანა გუდაფშუტათი ავადდება 2-7%-ით.

ჯიშის  დახასიათება: საგვიანო ჯიშია. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე ესაჭიროება 120-140 დღე. მცენარე საშუალოზე უფრო მაღალია-200-320 სმ. ბარტყობა მცირე რაოდენობით ახასიათებს. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 16-20.მიწისზედა მუხლები უმეტესად 14-ია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 100-140 სმ. მცენარე ჩაწოლისადმი გამძლეა. ტარო უმეტესად ცილინდრული ფორმისაა (გვხვდება კონუსისებრი ფორმისაც). ტაროს სიგრძე 20-25 სმ.   მწკრივების რაოდენობა ტაროზე 14-16. მარცვალი კბილა ტიპისაა, ღია ყვითელი ფერის. 1000 მარცვლის წონა 250-300 გრამია. მარცვალს მაღალი გამოსავალი ახასიათებს - 80-84%. ჯიში უხვმოსავლიანია (6,8ტ/ჰა), კარგად უძლებს ჰაერის დაბალ შეფარდებითტენიანობას, მაგრამ მომთხოვნია ნიადაგის ტენისადმი. ფქვილისებრი კონსისტენციის გამო, მისი სასურსათე ღირებულება ნაკლებია.

დღვანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის  მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: დარაიონებულია 1949 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის სარწყავ ზონაში.

წყაროებიბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე,სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის,თბილისი, 1964წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი