ლომთაგორა 2
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ფოტო
ჰიბრიდის სახელწოდება: ლომთაგორა 2- Zea mays X flavorubra ‘Lomtagora 2’
წარმოშობა: გამოყვანილია შპს ფირმა ”ლომთაგორას” მიერ, ხაზი B73 LG-ის შეჯვარებით ადგილობრივ ჯიშ - აბაშურ ყვითელთან.
დაშვებულია გასავრცელებლად 2011 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს - მარნეულის, გარდაბნის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის სარწყავი რაიონებისა და დასავლეთ საქართველოს I, II,III, XVII აგროკლიმატური ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პრიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 133 დღე. მცენარის სიმაღლეა 245 სმ. ფოთლების რაოდენობაა 19-20, მიწისზედა მუხლებისა - 17-18. ბარტყობა არ იცის. მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 20-23 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 14-16, მასა 255 გრამია. ნაქუჩი ვარდისფერია. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 83.0%. მარცვალი ყვითელია, შუალედური კონსისტენციის, 1000 მარცვლის მასა 353 გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით ავადდება სუსტად, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. მარცვლის მოსავალია 7.1 ტ/ჰა. ეფექტურად რეაგირებს სასუქებსა და მორწყვაზე. მარცვლისა და სასილოსე მასის მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ჰექტარზე იყოს 45-55 ათასი მცენარე. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვის. ჰიბრიდული თესლის მისაღებად საჰიბრიდიზაციო ნაკვეთზე მშობელი ფორმები ითესება სქემით ♀5 : ♂1.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის შპს ფირმა ”ლომთაგორაში”.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება სამარცვლედ და სასილოსედ.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 2(6), თბილისი, 2011, გვ. 11-16.