საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოლხური ასლი ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალი kolxuriasli

სახეობის  სახელწოდება:  Triticum georgicum  (Dekapr. & Menabde)  Dekapr.

სინონიმი: Triticum palaeo-colchicum  Menabde;  Triticum turgidum subsp. georgicum (Dekapr. & Menabde) Mackey;   Triticum turgidum L. subsp. paleocolchicum  (Menabde)  Á. Löve & D. Löve.,

სახეობის  სახელწოდება: კოლხური ასლი

გავრცელება: საქართველოს რაჭა-ლეჩხუმის ხორბლისენდემური სახეობაა. იგი მინარევად იყო ხორბალ მახას ცენოზში.

სახეობის დახასიათება: კოლეოპტილე უფერო, პირველი ფოთოლი მწვანე, ხავერდოვან-შებუსული. შეფოთვლა კარგი აქვს,  ვაგინა და ფოთლის ფირფიტა ასევე ხავერდოვან-შებუსული. მცენარე 100-120 სმ. სიმაღლის. ღერო ღრუა, მხოლოდ თავთავის ძირში რამდენადმე ამოვსებული. მუხლები ხავერდოვან-შებუსული. კავები დაფარულია მოკლე წამწამებით. შეფოთვლა კარგია. ფოთლები ფართე. თავთავი საშუალო (6-10 სმ) სიგრძისაა, ძალიან მკვრივი (D=40-50), ბრტყელი. ფორმით თითისტარისებური. თავთავის ღერაკის ნაწევრები ძალიან მოკლეა (1,5-2 მმ.) და ვიწრო, შებუსული. თავთუნის კილი მნიშვნელოვნად მოკლეა ყვავილის კილზე. კილის ქედი კარგად განვითარებულია და ჩვეულებრივ ბოლოვდება მოკლე (1-1,5 მმ. მდე) წამახვილებული კბილაკით. მცირედ მიმართული ყვავილისაკენ. მხარი თითქმის არ აქვს განვითარებული. ფხები ნაზია, მოკლე (4-5 სმ. მდე). ჟანგათი სუსტად ავადდება. უფრო გამძლეა მტვრიანა გუდაფშუტის მიმართ. საშემოდგომოა ან ნახევრად საშემოდგომო. ეკოლოგიურად მეზოფიტია. მ. იაკუბცინერის, ვ.  კონარევის მიხედვით მარცვალში ცილის შემცველობა მაღალია (15,9-18,8%),  ცილა ხასიათდება ლიზინის მაღალი შემცველობით  (2,7-2,9%). კოლხური ასლი მონომორფული სახეობაა და მხოლოდ ორი სახესხვაობითაა წარმოდგენილი.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში თბილისი 1960

ნ. ბრეგაძე  საქართველო მიწათმოქმედების დამოუკიდებელი კერა თბილისი 2004

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი