საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუხრანულა 7 ხორბალი


საზოგადო სახელი : ხორბალი

სახესხვაობის სახელწოდება : Triticum aestivum L. var. aestivum

ჯიშის სახელწოდება: მუხრანულა 7 : Triticum aestivum ‘Mukhranula 7’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი :  გამოყვანილია საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სელექცია–გენეტიკის კათედრის მიერ.  რთული პოლიჰიბრიდული ფორმაა. მიღებულია (თბილისური 5 Х ნოინცუხტი) Х მუხრანულა 1–ის შეჯვარებით.

მოკლე აღწერა : განვითარების ტიპის მიხედვით  საშემოდგომო ფორმაა, ხასიათდება საშუალო საადრეო სავეგეტაციო პერიოდით. შედარებით დაბალმოზარდია, რომლის მცენარის სიმაღლე შეადგენს 85-90  სმ–ს. ღერო მტკიცე და ჩაწოლისადმი გამძლე, კარგად შეფოთლილი ფართო ფოთლებით. თავთვი ცილინდრული, თეთრი, მკვრივი, საშუალო სიგრძის  7–9 სმ. ფხები საშუალო სიგრძის, გადაშლილი და უხეში. თავთუნის კილი ოვალური ფორმის. კილის მხარი ფართოდ მოკვეთილი, კბილაკი  წაწვეტებული და საშუალო სიგრძის. თავთავზე 20–24 თავთუნია, მრავალყვავილოვანი და კარგად დამარცვლული. თითოეული თავთუნი ივითარებს 3–4 კარგად განვითარებულ მარცვალს. თავთავში 42–50 მარცვალია. 1000 მარცვლის მასა 43–48 გრამია. მარცვალი წითელი ფერის, მსხვილი, მომრგვალო–ოვალური ფორმის, რქისებრი, ან ნახევრად რქისებრი კონსისტენციის.  კარგად რეაგირებს მაღალ აგროფონზე. გამძლეა სოკოვანი დაავადებებისადმი, მხოლოდ ვეგეტაციის ბოლოს ავადდება მურა ჟანგათი.

დღევანდელი მდგომარეობა : ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო : პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ. გვ. 67

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი