საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბაკლა იგივე მსხვილი ცერცვი


საზოგადო სახელი: ცერცვიbakla

სახეობის  სახელწოდება: Vicia faba L.

სახესხვაობის სახელწოდება: Vicia faba  var. major  Beck. f. macrosperma Murat.

ჯიშის სახელწოდება: ბაკლა იგივე მსხვილი ცერცვიVicia faba ‘Bakla’

იგივე Vicia faba major ‘Macrosperma’

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, წარმოადგენს კოლხურ მსხვილთესლიან ფორმას. ძირითადად გავრცელებული იყო იმერეთისა და ქართლის დაბლობ რაიონებში, აჭარაში, დღეისათვის ფრაგმენტულად გვხვდება ბაღ-ბოსტნებში.

ჯიშის დახასიათება: ბარის ეკოლოგიურ პირობებს შეგუებული ფორმაა, საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, ადრე გაზაფხულზე დათესილ მცენარეს ყვავილობამდე 27-30 დღე სჭირდება, ბარში ყვავილობაგახანგრძლივებული აქვს - 30-40 დღე, სრულ სიმწიფემდე 100-105 დღე სჭირდება. მცენარე სწორმდგომია, სიმაღლით 35-70 სმ-მდე. ყვავილი თეთრი ფერის ფრთებზე ყავისფერი ლაქებით, პარკი დიდი ზომისაა, ძალზე განიერია. თესლი დიდი ზომისაა ძალზე ბრტყელი, მომწვანო-მოვარდისფრო. ჭიპი შავად შეფერილი. ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლეა ნიადაგიდან 15-20სმ. 1000 მარცვლის მასა 1050-1220 გრ-ია.

დღევანდელი მდგომარეობა: დღევანდელი მდგომარეობა: baklaAდაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე  შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია:   გადამწიფების დროს იცის  პარკების მცირედ სკდომა და მარცვლის ცვენადობა.

წყაროები: ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი, 1986 წ. ტ. V;

კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოემბრიოლოგია, სტადიური განვითარება, ბოტანიკის ინსტიტუტი, თბილისი, 1966 წ;

დახასიათებულია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი