საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წითელი ინდური ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიოwiteliinduriA

სახეობის ლათინური სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: წითელი ინდური  Phaseolus vulgaris ‘Tsiteli Induri’

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, ფართოდაა გავრცელებული witeliinduriსაქართველოს ბევრ  რაიონში,  უფრო მეტად მთიან რეგიონებში. ჯიში დარაიონებულია 1942 წლიდან, IV, V, IX, XII და XIII ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება:საშუალოდ საგვიანო სავეგეტაციო პერიოდისაა, ვეგეტაცია გრძელდება 85–110 დღემდე. ბუჩქის ფორმა ხვიარაა, მცენარის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს, ფოთოლი მწვანე ფერისაა, კვერცხისებრი ფორმის. ყვავილი თეთრია, პარკი ცილინდრული ფორმისაა, სიგრძე – 7–10 სმ. დაუმწიფებელი პარკი მწვანეა, მომწიფების შემდეგ იღებს მოვარდისფრო წითელ მოზაიკურ შეფერვას, პარკს ახასიათებს პერგამენტის შრის ძლიერი და ადრეული განვითარება.  პარკში თესლის 5–7 მარცვალია, თესლი მომრგვალო ელიფსური ფორმისაა, წითელი ფერის, გვხვდება იმავე ტიპისაა, მაგრამ ფერის მიხედვით განსხვავებული სხვა ფორმებიც (ღია წითელი, შინდისფერი წითელი), თესლის სიგრძეა 12 მმ, სისქე - 4–6 მმ. 1000 მარცვლის წონა 220–360 გრამია.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების  ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში გამოირჩევა ბაქტერიოზული დაავადებების მიმართ კარგი გამძლეობის უნარით. ჯიში დარაიონებულია სამარცვლედ, თესლი გამოირჩევა კარგი ღირსებით, მალე იხარშება, მის გემოს ადგილობრივი მოსახლეობა კარგ შეფასებას აძლევს, ადვილად იტანს დაჩრდილვას და ამ თვისების გამო სიმინდში შეთესვით მოჰყავთ. საშუალო მოსავლიანია.

წყაროები:Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года, Тбилиси, 1981 ст.252.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი