საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცხეთა ცერცველა


საზოგადო სახელი: ცერცველაmcxeta

სახეობის  სახელწოდება:Vicia sativa L.

ჯიშის  სახელწოდება: მცხეთა Vicia sativa “Mtskheta’

წარმოშობა: ჯიში გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში ადგილობრივი ჯიში - ახალქალაქური ცერცველადან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის გზით. დარაიონებულია 1986 წლიდან, ცერცველას მთესველი ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმაა, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 134 დღეა. მცენარის სიმაღლეა 95-130 სმ-მდე აღწევს, ბუჩქისებრი, მუხლთშორისების რაოდენობა 19-22-ია. ღერო ღია მწვანე ფერისაა, რომელზეც 7-9 წყვილი ფოთოლია. ულვაში სუსტია, ფოთოლაკები - კიდემთლიანი. ყვავილედი მტევანია, რომელიც 1-2 წვრილი, ღია ლურჯი ყვავილისაგან შედგება. პარკი ხმლისებრია, მკვეთრად გამოხატული პერგამენტის ფენით. ერთ მცენარეზე საშუალოდ 18 პარკია, 5-7 თესლით. მარცვალი მრგვალია, საშუალო ზომის, მოყვითალო-ჩალისფერი, პრიალა ზედაპირით, 1000 მარცვლის მასა 66,1გრ-ია. მწვანე მასის მოსავალია საშუალოდ 20-34ტ/ჰა, თივის მოსავალი -  5-8,5ტ/ჰა. მარცვლის კი 0,8-1,7ტ/ჰა. მარცვალში ცილა 19-21%-ია, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერება - 8%;  უჯრედისი - 26%-მდე.

დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მცხეთა არ ავადდება ნაცრითა და ფესვის სიდამპლით. ფესვებზე კოჟრები ინტენსიურად უვითარდება. გვალვაამტანია, ახასიათებს ჩაწოლა, მაგრამ ექვემდებარება მექანიზებულ აღებას.

წყაროები:  Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი