ბაზალეთი ქერი
საზოგადო სახელი: ქერი
სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L.
სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. nutans Alef.
ჯიშის სახელწოდება: ბაზალეთი - Hordeum vulgare ‘Bazaleti’
წარმოშობა: გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში, მრავალჯერადი მასიური გამორჩევით მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის კოლექციის ნიმუშიდან - K 18666 (ჩილე). ჯიში გასავრცელებლად დაშვებულია 1994 წლიდან მესხეთ ჯავახეთის მთაგორიან და ქართლის ურწყავი ზონებისათვის.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ორთესლა (ფაკულტატიური) ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდია 207 დღე. ბუჩქი სწორმდგომია, გამოირჩევა გვალვაამტანობით. მცენარის სიმაღლეა 80-90 სმ, ჩაწოლისადმი გამძლე, ბარტყობა - 2,4. ფოთოლი წვრილია, ინტენსიური მწვანე. თავთავი სწორია, ორმწკრივიანი, ჩალისფერი–მოყვითალო, სიგრძით 10 სმ. ფხის სიგრძე 1,5-ჯერ აღემატება თავთავის სიგრძეს. არ ახასიათებს მარცვლის ცვენადობა. მარცვალი მსხვილი, ჩალისფერ–მოყვითალო შეფერილობის. 1000 მარცვლის მასა - 44,3 გ, ნატურა - 665 გ, საშუალო მოსავლიანობა - 4,6 ტ/ჰა. საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყარო: მცხეთის სასელექციო სადგურის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში, 1996 წ.
ბალახები
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
თავთავიანი კულტურები
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
ახალციხის წითელი დოლის პური ხორბალი
ლაგოდეხის გრძელთავთავა ხორბალი
ქართლის თეთრი დოლის პური ხორბალი
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
პარკოსანი კულტურები
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
წვრილმარცვალა (სვანური) ცერცვი
ძაძა
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
ძაძა
ტექნიკური კულტურები
არაქისი
თამბაქო
სამსუნი 959 (სოხუმის სამსუნი) თამბაქო
სანაპირო ტრაპიზონი 1867 თამბაქო
სელი
არაქისი
თამბაქო
სელი
ფეტვნაირი კულტურები
სიმინდი
ადგილობრივი თეთრი ნახევრადკბილა
ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი
ყვითელი კბილა ,,ოქროს ლამაზურა“