ალაზანა
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჯიშის სახელწოდება: ალაზანა (ყვარლის №734) - Zea mays flavorubra ‘Alazana” (Kvarlis 734)
წარმოშობა: საქართველოს სასელექციო სადგურში გამოყვანილი ჯიშია. პერსპექტიული იყო აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი 134-136 დღე. მცენარის სიმაღლე 220-250 სმ. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 15-17. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 50-80 სმ. ტაროს ფორმა ცილინდრული ან ოდნავ კონუსურია. სიგრძე 17-25სმ. ტაროზე 14-16 მწკრივია. მწკრივებს შორის კვალი ხშირად საკმაოდ განიერია. მარცვალი სპილენძისებრ-ყვითელი ან მოვარდისფრო-ყვითელია. დიდი ზომის. სჭარბობს ნახევრად კბილა ტიპის, გადახრებია როგორც კაჟა, ასევე კბილა ტიპისკენ. 1000 მარცვლის მასა 330-447 გრამია. ნაქუჩი ძირითადად ვარდისფერია, იშვიათად - თეთრი. მაღალმოსავლიანი ჯიშია. ჯიშთაგამოცდაში ,,ქართულ კრუგს“ აჯობა 0,8 ტონით.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. (შესაძლებელია არსებული ჯიში დაცული იყოს უცხოურ გენბანკებში).
წყაროები: ი.ნ.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ.
დამატებითი ინფორმაცია: ბუშტარა გუდაფშუტათი საშუალოდ სენიანდებოდა, ხოლო ფუზარიოზით და თეთრათი - უმნიშვნელოდ.
ბალახები
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
ესპარცეტი
იონჯა
კოინდარი
სათითურა
თავთავიანი კულტურები
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
ახალციხის წითელი დოლის პური ხორბალი
ლაგოდეხის გრძელთავთავა ხორბალი
ქართლის თეთრი დოლის პური ხორბალი
ტრიტიკალე
ქერი
შვრია
ჭვავი
ხორბალი
პარკოსანი კულტურები
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
წვრილმარცვალა (სვანური) ცერცვი
ძაძა
ბარდა
ლობიო
მუხუდო
ოსპი
სოია
ცერცველა
ცერცვი
ძაძა
ტექნიკური კულტურები
არაქისი
თამბაქო
სამსუნი 959 (სოხუმის სამსუნი) თამბაქო
სანაპირო ტრაპიზონი 1867 თამბაქო
სელი
არაქისი
თამბაქო
სელი
ფეტვნაირი კულტურები
სიმინდი
ადგილობრივი თეთრი ნახევრადკბილა
ადგილობრივი ნახევრადკბილა ყვითელი
ყვითელი კბილა ,,ოქროს ლამაზურა“