საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სოხუმის ჭრელი


საზოგადო სახელი:   სიმინდი soxumistchreli

სახეობის სახელწოდება Zea mays  L. 

ქვესახეობის სახელწოდება:  Zea mays  subsp.  tunikata  Zhuk. 

ჯიშ-პოპულაციის   სახელწოდება:   სოხუმის ჭრელი  - Zea mays ‘ Sokhumis Tshreli’

წარმოშობა: გავრცელებული იყო  სოხუმის რაიონის ბარის ზონაში (სოფ. გუმისთა).

პოპულაციის დახასიათება: ვეგეტაციის მხრივ საგვიანო ჯიშად ითვლება. ბარტყობა მცირედ ახასითებს. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 15–17. მიწისზედა მუხლების რაოდენობა 11–13. ტაროს სიგრძე 12–14 სმ. ტაროზე 8–10 მწკრივია. მარცვალი ჭრელია (თეთრი, ყვითელი). მარცვალი კილიანი, ანუ პერანგიანია. სიმინდის ეს ჯგუფი მკვეთრად განსხვავდება სხვა ჯგუფებისაგან იმით, რომ მის ტაროზე თვითოეული მარცვალი მოთავსებულია ღონივრად განვითარებულ თავთუნისა და  ყვავილის კილებში. 1000 მარცვლის მასაა 410 გრამი. ნაქუჩის ფერი თეთრია.

დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშ-პოპულაცია დაცულია  აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში. გავრცელების შესახებ დღეისათვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

დამატებითი ინფორმაცია: მასალა შემოტანილია სოხუმიდან 1972 წელს ექსპედიციის საშუალებით.  კილიანი სიმინდის მარცვლის მდარე ხარისხის გამო და აგრეთვე იმ მიზეზითაც, რომ მარცვალი ძნელად გამოიფშვნება კილებიდან, ამ ფორმამ ფეხი ვერ მოიკიდა სოფლის მეურნეობაში და წარმოებაში. საქართველოში შემორჩენილია, როგორც სიმინდის ერთ-ერთი ქვესახეობა.

წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები (ნაწილი მე–2), თბილისი, 1950 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი