მეგრული სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: მეგრული 1 Glycine max 'Megruli1'
წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში ჰიბრიდიზაციის მეთოდით. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან რაიონებში.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 137-145 დღეა. იგი მიეკუთვნება ჩინურ ქვესახეობას, იმერული სოიის ფორმათა ტიპს. მცენარე მაღალმოზარდია, საშუალოდ110სმ, კომპაქტური, ახასიათებს ძლიერი დატოტვა და შეფოთვლა. დანატოტი ღეროები ნაზია, სწორმდგომი, ხვიარობა არ ახასიათებს, ღეროს შებუსვა ძლიერია, ბუსუსები ღია მწვანე აქვს. ფოთლები კვერცხისებრ-მომრგვალოა, მუქი მწვანე შეფერილობის. ყვავილი იისფერია და მსხვილი. ყვავილსაჯდომზე ზის 6-10 ყვავილი. პარკი მსხვილი, ხმლის მაგვარი ფორმისაა, ღია ყავისფერი, 5-6 მარცვლიანი. პარკების რაოდენობა ერთი მცენარე საშუალოდ 210-295 ცალია. თესლი ოვალური ფორმისაა, ყვითელი ფერის მუქი ყავისფერი ჭიპით, 1000 მარცვლის მასაა 224-236 გრ, მარცვლის საშუალო მოსავლიანობაა 1,9ტ/ჰა, ხოლო მწვანე მასის -24ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 36-41% ცილასა და 15-21% ცხიმს.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: მეგრულ 1-ს ახასიათებს მძლავრი ზრდა, ხშირი დატოტვა, ნაზი ღერო და ფოთლები, მისი მწვანე მასა საუკეთესოა მწვანე საკვებად, ამიტომაც უნივერსალური მიმართულებისაა (სამარცვლე და საკვები). ჭარბ სინესტეს კარგად იტანს, მოზაიკით, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებით არ ავადდება. კარგად იტანს სიმინდში შეთესვას, ვარგისია მექანიზებული წესით დამუშავებისა და აღებისათვის.
წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1963 წ.