საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ტრაპიზონი 1268 თამბაქო


საზოგადო სახელი: თამბაქო

სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.

ჯიშის სახელწოდება: ტრაპიზონი 1268 Nicotiana tabacum fruticosa ‘Trapizoni 1268’

წარმოშობა: ტრაპიზონი 1268 გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი მასალიდან ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. გავრცელებული იყო საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში და აზერბაიჯანში.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საგვიანო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 90-120 დღეა. თამბაქოს სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით ტრაპიზონი 1268 საპაპიროსე ტიპისაა. იძლევა ნეიტრალურ, საჩონჩხე, ღია ფერიას და საშუალო სიმაგრის მსუბუქ არომატიან ნედლეულს. მცენარის ფორმა ოვალურია, 120-140 სმ სიმაღლის. ფოთოლი ყუნწიანია, მიმაგრება ზეაღმართული, მოყვანილობა – ფართო ოვალური, წვერში უმნიშვნელო სიმახვილით, საშუალო სისქის. ფოთლის ფუძის დანამატი – ბიბილო მეტად ფართოა, მომრგვალებული და გაშლილი, ფოთლის რაოდენობა ერთ ძირზე 24-26, სიგრძე 25-40სმ, სიგრძის შეფარდება სიგანესთან 1,4-1,6:1. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, მეჩხერი და დიდი ზომის. მოსავლიანობა - 1,8-2,3ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

წყაროები:  ბ გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1959 წ;
Р. И. Подгорный, Растениеводство, Москва, 1963 г;
ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1975 წ.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი