წეროვანი 2
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჰიბრიდის სახელწოდება: წეროვანი 2 - Zea mays X flavorubra ‘Tserovani 2’
წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხაზის B731161-ის შეჯვარებით ხაზ MO17/24-თან. დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან შიდა ქართლის სარწყავი რაიონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: საშუალო ვეგეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 117-118 დღე. მცენარე საშუალო სიმაღლის 220-258 სმ. ფოთლების რაოდენობა 17-18, მიწისზედა მუხლები 14-15, ბარტყობა არ იცის. ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 92 სმ. ტარო საშუალო ზომისაა, სიგრძე 16-19სმ, მასა 200 გრამია, მარცვლის რიგების რიცხვი 16-18, ფორმა ცილინდრულია, ნაქუჩი ვარდისფერია. მარცვალი ყვითელია, კბილა. მარცვლის გამოსავლიანობა 82-84 %. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალია 6-7 ტ/ჰა. გამძლეა ჩაწოლის მიმართ, ბუშტოვანი გუდაფშუტათი ავადდება მცირედ.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.
წყაროები: ი.ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული XXXXIV, თბილისი 2004, გვ. 238-242;
სამარცვლე სიმინდის მოვლა-მოყვანა ფერმერულ მეურნეობაში, სსიპ. მიწათმოქმედების ინსტიტუტი, სახელმძღვანელო, გამოცემულია მსოფლოი ბანკის მხარდაჭერით, თბილისი 2010, გვ. 17;
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მთიანეთის სოციალურ - ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თბილისი, 2010 წ, გვ. 337.