წილკანი 2
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჰიბრიდის სახელწოდება: წილკანი 2– Zea mays X flavorubra ‘Tsilkani 2’
წარმოშობა: გამოყვანილია სსიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტის მიერ ჯიშ ქართული კრუგიდან მიღებული ხაზის - ქართ.კრ. 44-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზთან B73-თან. რეკომენდებულია 2012 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და ურწყავი რაიონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჰიბრიდი საშუალო ვეგეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 120 დღე. მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 240-250 სმ. ფოთლების რაოდენობაა 17-18, მიწისზედა მუხლებისა - 14-15, საშუალოდ მცენარეზე ვითარდება 1.3 ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 19-21 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 16-18, მასა 347 გრამია, ნაქუჩი ვარდისფერია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 90 სმ. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 83 %. მარცვალი ყვითელია, ნახევრად კბილაა, 1000 მარცვლის მასა 347 გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით არ ავადდება, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს. მარცვლის მოსავალია 8-9 ტ/ჰა. მგრძნობიარეა მაღალი აგროფონისადმი. მცენარეთა ოპტიმალური სიხშირეა 65-70 ათასი მცენარე ჰექტარზე.
დღევანდელი მდგომარეობა: მშობელი ფორმების თესლები არის პროფესორ ო. ლიპარტელიანის კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება სასურსათოდ და საფურაჟედ.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 5(13), თბილისი, 2012, გვ. 29-34.