საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხუშია შავი


ჯიშის სახელწოდება: ხუშია შავიxushia-shavi სინონიმი: ხუშიას ვაზი წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი თეთრი-მონაცრისფროა, მოწითალო ელფერით, ქეჩისებურად შებუსული ბეწვისებური ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე,  საკმაოდ სქლად შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: მცირე ან საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან განივ-ოვალური, სამი-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ვიწრო ელიფსური, ზოგჯერ განივ-ელიფსური ფორმის ამონაკვეთით, იშვიათად ღიაა, თაღისებურია ბრტყელი ფუძით. კბილები ვიწრო სამკუთხედი­სებურია მახვილი წვერით, იშვიათად განიერ-სამკუთხედისებურია მახვილი ან მომრგვა­ლე­ბული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, xushia-shavi-2საკმაოდ კუმსი, საშუალო მასა - 130,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, სქლად დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია. რბილობი ხორციან-წვნიანია, აქვს ჩვეულებრივი ტკბილი გემო. წვენი უფერულია. ერთ-, ოთხწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 %, მჟავიანობა 9,5-10,0 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, არაჰარმონიული, დაბალი ხარისხის.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ნაცრით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ.,  გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 111-112. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი. 1987. გვ. 248. Рамишвили М.А., Хушиа шави. В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда, Отв.ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III, 1966, Ст. 376-377. ავტორი: ირმა მდინარაძე