ბზვანურა
ჯიშის სახელწოდება: ბზვანურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, საშუალოდ ან ძლიერ დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური,ფართო. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი ჯაგრისებური ბუსუსებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, კუმსი ან ძალიან კუმსი.
მარცვალი: შავი ფერის, საშუალო ზომის, მომრგვალო. წვენი - ბაცი ვარდისფერი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,0-18,0 %, მჟავიანობა 7,2-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: საშუალო.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ბზვანურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 223;
Табидзе Д. И., Бзванура, В: Ампелография СССР, Справочный Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970, ст. 53.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე