საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მაური თეთრი


ჯიშის სახელწოდება: მაურითეთრიmauri-tetri სინონიმი:  უცნობია წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მწვანეა მოწითალო ელფერით. ახალგაშლილი ფოთლები ღია მწვანე, კიდეებთან მოწითალო ფერის, ორივე მხარეს სქლად შებუსული, ქეჩისებურია, ბუსუსი თეთრი ფერისაა. ყლორტი ღია მწვანეა, საკმაოდ სქლად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ თირკმლისებური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, თანასწორგვერდიანი, ბრტყელი ან ოდნავ მომრგვალებული ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მომრგვალებული წვერით, ზოგჯერ ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: მცირეან საშუალო ზომის, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 45,0-50,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მრგვალი, ღია მწვანე ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი.რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,5 %, მჟავიანობა 8,7 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-10,0 კგ/ძირზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო; დაბალი ხარისხისაა, ალკოჰოლის მცირე შემცველობის გამო ცუდად ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე დაბალი ზრდისაა.ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით (განსაკუთრებით ჭრაქით). აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., 1948. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. გვ. 63-65. Рамишвили М.А., Маури тетри, В: Ампелография СССР, Малораспростране­нные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 336-338. ავტორი: ირმა მდინარაძე