უწყვეტი
ჯიშის სახელწოდება: უწყვეტი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: საკმაოდ შებუსულია, ნარინჯისფერი ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, კვერცხის ფორმის, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ზოგჯერ ღია, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით. კბილები ხერხკბილა - სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური, ძალზე კუმსი. საშუალო წონა - 100-125 გ.
მარცვალი: მომწვანო ფერისაა, პატარა ზომის, ოვალური, ცვილით დაფარული. კანი თხელია და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0 %, მჟავიანობა 14,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, მშრალი სუფრის თეთრი ღვინოა, დაბალექსტრაქტიული, მომჟავო, არაჰარმონიული.
დამატებითი ინფორმაცია: უწყვეტს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში. გამოყენებულ შეიძლება იქნეს საბრენდე ღვინომასალების დასამზადებლად. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით არ გამოირჩევა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.133-135;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 239;
Миротадзе А. В., Уцквети, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 274 – 275.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე