მათენაური
ჯიშის სახელწოდება: მათენაური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ქეჩისებურადშებუსული მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მცირედშებუსული მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ელიფსური ფორმის, იშვიათად ღიაა, კვერცხისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე ძალიან მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოან მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი, საშუალო მასა შეადგენს 96,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომის, ოვალური, შავი ფერის, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი.უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,4 %, მჟავიანობა 8,0-9,4 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,5-7,5 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ყურძნის წვენის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.სოკოვან დაავადებათა მიმართ (განსაკუთრებით ჭრაქისადმი) ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 224-226.
Рамишвили М.А., Матенаури, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1965,Том II,Ст. 335-336.
ავტორი: ირმა მდინარაძე