საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კუდურაული


ჯიშის სახელწოდება: კუდურაულიkudurauli სინონიმი: ჩიღვინაური, ჩაღვინაური, ჩიღვინარის თეთრი წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი მეორე ფოთოლი მოთეთრო-მონაცრისფრო და შებუსული. მესამე და მეოთხე ფოთოლი - ნარინჯისფერი, ნაპირებში ვარდისფერი ლაქებით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან თირკმლის ფორმისაა, ხუთნაკვთიანი, ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური მომრგვალო ან თითქმის ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია  ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, ხშირად ფრთიანი, კუმსი. საშუალო წონა - 130-140 გ. მარცვალი: მომწვანო ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, მომრგვალო, ცვილით დაფარული. კანი თხელი და მკვრივი. რბილობი წვნიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 22,0 %, მჟავიანობა 5,1 - 8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-9,8 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  სუფრის თეთრი ღვინო, ცოცხალი, ჰარმონიული, სასიამოვნო არომატითა და გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: კუდურაულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 147-150. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 230. Деметрадзе В.С., Миротадзе А.В., Кудураули. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965,Том II, ст. 213-215. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე