საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცხენისძუძუ თეთრი


ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუძუ თეთრიcxenis-zuzu-tetri სინონიმი: უცნობია წარმოშობა: მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შიშველია.  ზრდის კონუსიმოთეთრო-მოყვითალო ფერის. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. საშუალო ზომის (სიგრძე 12-16სმ, სიგანე 15-20სმ). ფირფიტა თხელია, გულისმაგვარი ფორმის, ოდნავ ბოლოდახრილი, შეფერილია ღია მწვანედ. ზედაპირი წვრილი, ოდნავ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთი ღრმად ჩაჭრილი და ფორმით დახურული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. ფირფიტის ქვედა მხარე ოდნავ შებუსული. მთავარი ნაკვთების დაბოლოება და გვერდითი კბილები სამკუთხედისმაგვარია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 12-15სმ, სიგანე 7-8სმ). კონუსური. ახასიათებს დატოტვა. საშუალო წონა 150 გრამი. მარცვალი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 1,5-2,0სმ, სიგანე  1,3-1,5სმ). მოგრძო კვერცხისმაგვარი - წააგავს ქართლის თითას. შეფერვა ქარვისფერი. კანი თხელი. წვნიანი. ნაფიფქი სუსტად  განვითარებული. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,5-18,0%, მჟავიანობა 10,0-11,0გ/ლ. მოსავლიანობა: მაღალმოსავლიანი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ჩალისფერი, სასიამოვნო დასალევი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს. ჯიში  მაღლარების სახით გავრცელებულიიყო მესხეთის რაიონის სოფლებში. შედარებით ადრეული სიმწიფის ჯიში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 29-30. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი