ღრუბელა ქართლის
ჯიშის სახელწოდება: ღრუბელა ქართლის
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი გაუშლელი ფოთოლაკი ღია მომწვანო ფერის. შებუსული ძლიერად.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია. საშუალო ან დიდი ზომისაა. წაგრძელებული, იშვიათად მომრგვალო, საშუალოდ შებუსული. ფირფიტა ღარისებრი ან ძაბრისებრი. ზედაპირი გლუვი. ზედა ამონაკვეთები ღრმა და დახურული, ზოგჯერ ღია თაღისებრი წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ღიაა და თაღისებრი ან შეჭრილკუთხისებრი წამახვილებული ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღია, მომრგვალო, ბრტყელი ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავი. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება გვერდებამოზნექილი სამკუთხა წაწვეტებული კბილებით. გვერდითი კბილებიც თითქმის იმავე ფორმისაა.
მტევანი: საშუალო ან დიდი. კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური. ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. იშვიათად თხელი, საშუალო წონა 270-275 გ.
მარცვალი: საშუალო ან მსხვილი. ოვალური ან მომრგვალო ბოლოთი. შეფერილი რუხ-მომწვანოდ, იისფერი ლაქებით. კანი თხელია, მაგრამ უხეში და მაგარი. რბილობი წვნიანი. წვენი შეუფერავი, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0%, მჟავიანობა 5,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 9,5-12,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: დაბალხარისხიანი, ძირითადად გამოიყენება საკუპაჟედ სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, ნაცრით უფრო ავადდება, ვიდრე ჭრაქით. მცირედ გავრცელებული იყო ქართლის ვენახებში, კერძოდ ქსნის ხეობაში და მცხეთის რაიონში.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
Чахнашвили Н.Д., Грубела Картлури, Ампелография СССР, Малораспрастранионние сорта винограда, Том 1,1963,Стр. 383-385.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი