ჩხუჩეში
ჯიშის სახელწოდება: ჩხუჩეში
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო ფერის, ბაცი ვარდისფერი არშიით ნაპირებზე და სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით. კბილები ფართო, სამკუთხედისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, თხელი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 155 გ.
მარცვალი: საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, ბაცი მომწვანო შეფერილობის. კანი თხელია და დაფარულია ცვილით. რბილობი წვნიანია, არომატის გარეშე, ტკბილი გემო აქვს.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5 - 20 %, მჟავიანობა 8,8 - 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,3 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო, ადგილობრივი მოხმარების, ჩალისფერ-ყვითელი შეფერილობის, მსუბუქი, ოდნავ მაღალი, თუმცა სასიამოვნო მჟავიანობით.
დამატებითი ინფორმაცია: ჩხუჩეში ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და მაღალი მოსავლიანობით. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობით არ გამოირჩევა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 243;
Рамишвили М. А.,Чхучеши, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III. ст. 486-487.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე