მწკლარტა
ჯიშის სახელწოდება: მწკლარტა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: სამ-, იშიათად ხუთნაკვთიანი, საშუალო და სუსტად დანაკვთული. ზედაპირი გლუვი, იშვიათად სუსტად დანაოჭებული, მუქ-მწვანე. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღიაა, პატარა, იშვიათად დახურული. ქვედა ამონაკვთები პატარაა, არაღრმა, ღია. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ვიწრო, აღინიშნება დეზების არსებობა. ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის ქეჩისებრ-აბლაბუდისებრი ბუსუსით. ფოთლის კბილები სამკუთხედისებურია, სუსტად ამობურცული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ვიწროკონუსური. პატარა და საშუალო ზომის. მხრიანი. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მტევანში მარცვლების რაოდენობა 165-200 ცალია. ყუნწის სიგრძე 6-7სმ, გახევებული და მუქი ყავისფერი.
მარცვალი: პატარა ზომის, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, თითქმის შავი. კანი სქელია, უხეში, დაფარულია ხშირი ნაფიფქით, იოლად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, სუსტად კნატუნა. წვენი შეფერიალია ღია ვარდისფრად. წიპწა საშუალო ზომისაა, მორგვალებული, ვარდისფერ-ყავისფერი, ნისკარტი საშუალო სიგრძის. ღარი კარგად გამოხატული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-23 %, მჟავიანობა 6,0 -10,8გ/ლ.
მოსავლიანობა: 4,0-6,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: გამოყენებული იყო მშრალი წითელი, ე.წ. „ორდინარული“ ღვინოების და საბრენდე ღვინოების დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ადგილობ-რივი მნიშვნელობის ჯიშებს. რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალო. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ახასიათებს საშუალო ხარისხის გამძლეობა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
წყაროები:
ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ., მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი., მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69.
Табидзе Д., Мцкларта. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 2, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, стр. 444-443.
ავტორი: დავით მაღრაძე