საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დანახარული


ჯიშის სახელწოდება: დანახარულიdanaxaruli სინონიმი: განახარული წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ახალგაზრდა ყლორტის გვირგვინი მცირე ზომისაა. ფოთოლაკები ძლიერაა დანაკვთული და მცირედ შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის (სიგრძე 20–21სმ, სიგანე 19–20სმ). მომრგვალო. ფირფიტა სწორმდგომი. ზედაპირი გლუვი. იშვიათად ბადისებრად დანაოჭებული. შეფერილი მუქ მწვანედ. დანაკვთული მცირედ ან საშუალოდ. ხუთნაკვთიანი, გვხვდება სამნაკვთიანიც. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმის და ვიწრო ელიფსური, დახურული, გვხვდება ღიაც, შეჭრილკუთხისებრი მახვილი ფუძით.  ყუნწის ამონაკვეთი ღია, საშუალო სიღრმის, თაღისებრი ბრტყელი ფუძით, ცალ მხარეს დეზით. შიშველი ორივე მხარეს. მთავარი ნაკვთები  ბოლოვდება მაღალი ტოლფერდა სამკუთხედისებრი კბილებით. გვერდითი კბილები შერეულია, გვხვდება ტოლფერდა სამკუთხედისებრი მახვილწვეროიანი და ამოზნექილგვერდებიანი კბილები. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: კონუსური, იშვიათად ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. სიგრძე 16–29სმ. სიგანე 8–12სმ. საშუალო წონა 180–200გ. მეტწილად კუმსი, გვხვდება ძლიერ კუმსი და საშუალო სიკუმსის მტევნებიც. დიდი მტევნის სიგრძე 25სმ. მარცვალი: მომრგვალო ან ოვალური. სიგრძე 17–20მმ, სიგანე 15,5–18,5მმ. რბილობი ხორციანი, მცირედ კნატუნა. კანი თხელი, მაგრამ უხეში. შეფერილია მუქ ვარდისფრად, იისფერი ელფერით. წვენი შეუფერავი, სასიამოვნო შაქარ-მჟავიანობით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0–16,0%, მჟავიანობა 6,0-7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 12,0–14,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე–სასუფრე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟედ. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: შედარებით უფრო მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ, თუმცა ჭრაქიც აზიანებს. ძველად საკმაოდ ყოფილა გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 162-166; Чахнашвили Н.Д., Данахарули, Ампелография СССР, Малораспрастраненые сорта винограда, 1963,Том 1, Ст. 418-421. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი