ჭიპაკური
ჯიშის სახელწოდება: ჭიპაკური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალო-მომწვანოა, შებუსულიასქელი მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ახალგაზრდა ფოთლები ორივე მხარიდან შებუსულიასქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სამ-, ხუთნაკვთიანია, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, თანასწორგვერდიანი მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურულია, განიერ-ელიფსური ფორმის. კბილები სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით, ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე საკმაოდ სქლად არის შებუსული ნაცრისფერი ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა - 133,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი უფერულია. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,6 %, მჟავიანობა 9,9 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,5-7,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 179-181;
Рамишвили М.А., Чипакури, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 448-449.
ავტორი: ირმა მდინარაძე