ჯინეში
საზოგადო სახელი: ვაზი
ლათინური სახელწოდება: Vitis vinifera L.
ჯიშის სახელწოდება: ჯინეში
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-ვარდისფერია მოწითალო ელფერით, შებუსულია სქელი თეთრი ფერის ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან ოდნავ იისფრი ელფერით, მცირედ შებუსული თეთრი აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, იშვიათად ისრისებური, თანასწორგვერდიანი. კბილები სამკუთხედისებურია წამახვილებული წვერით, იშვიათად ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია ძალიან მცირე ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელი ან ზოგჯერ საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 95,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომის, ოვალური, მუქი ვარდისფერი, კანი მცირედ დაფენილი ცვილით. სქელკანიანი. რბილობი საკმაოდ წვნიანია, ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. უმეტესად სამწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,0 %, მჟავიანობა 10,4 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენია. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით, საკმაოდ სასიამოვნო გემოთი. ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 230-233.
Рамишвили М. А., Джинеши. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищепромиздат, Москва, Том I,1963,Ст. 457-459.
ავტორი: ირმა მდინარაძე