საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცვივანი კახური


ჯიშის სახელწოდება: მცვივანი კახურიmcivani-kaxuri სინონიმი: მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი, მცვივანე წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახლად გაშლილი პირველი ორი ფოთოლი ყოველი მხრიდან შებუსულია მოთეთრო-მორუხო ფერის, სქელი ქეჩისებური ბუსუსებით, შეფერილია მორუხო-თეთრად. ფოთოლაკებს ირგვლივ ავლია ვარდისფერი არშია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად სიგრძეზე გაწეული, სამ-, ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ცვალებადია: ხშირად ჩანგისმაგვარი, მახვილფუძიანი, გვხდება უფრო ღრმა, V-ის მაგვარი და დახურულიც, ვიწროელიფსური ფორმის. კბილები სამკუთხედისებურ-ხერხისებურია და სამკუთხედისებური გამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო აბლაბუდისებურია, რომლის ქვევით მოფენილია თხელი ქეჩისებური ბუსუსები. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, მასა 140-180 გ, კარგ mcivani-kaxuri-2ეკოლოგიურ პირობებში 300-400 გრამზე მეტი. კონუსური, ცილინდრულ-კონუსური, ცილინდრული ფორმის, ორ- ან სამფრთიანი. სიკუმსე ცვალებადია - გვხვდება საშუალო, მეჩხერი და ძლიერ კუმსი მტევნები. მარცვალი: საშუალო ზომისაა. მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შუაში განიერი, ბოლოში მომრგვალებული ფორმის. მომწვანო - ყვითელი მონაცრისფრო იერით, ჯიშისათვის დამახასიათებელი მონაცრისფრო-რუხი წინწკლებით. რბილობი წვნიანია, მარცვლის მოწყვეტისას მასზე წვეთები გამოიყოფა. კანი თხელი, გამჭვირვალე, მკვრივი, დაფარულიასქელიცვილისებური ნაფიფქით. გემო ჩვეულებრივი ტკბილია, ჯიშური სუსტი არომატით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19-22%, კარგ პირობებში 27%. მჟავიანობა 5.25-6,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირესხეულიანი, სპეციფიკური ჯიშური არომატით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: მცვივანი საშუალო ზრდის, მაღალმოსავალიანი, სიმწიფის მესამე  პერიოდის ვაზის ჯიშია. მსხმოიარობაში ადრე შედის. ხასიათდება ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ მაღალი გამძლეობით, ყურძნიდან ღვინის მაღალი გამოსავალით. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საკონიაკე ღვინომასალებისა და კახური ტიპის, ტრადიციული ქვევრის ღვინის  დასამზადებლად. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 116-126. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, გამომცემლობა საქ. სახკომ. ი. ჭავჭავაძის სახ. „წიგნის პალატა“, თბილისი, 1987, 233გვ. ღლონტი თ., ღლონტი ზ., ყურძნის კლერტის როლი კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბების პროცესში, თბილისი,  2011, 24 გვ. ვაშაკიძე ლ., მაღრაძე დ., მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების ანგარიში, 2011-2012. Табидзе Д. 1965. Мцвиваникахури. В Ампелография СССР, Малораспространенные сорта. том 2. Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во 'Пищевая промышленность'.  Москва. стр. 438-440. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე