საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავთხილა


ჯიშის სახელწოდება: შავთხილაshavtxila სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და სამი ფოთოლაკით შებუსულია ქეჩისებურად, მორუხო-თეთრი ფერის. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია და მოყვითალო-მწვანე ფერისაა, ქვედა მხრიდან შებუსულია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა. მომგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. ხუთნაკვთიანი. დამახასიათებელია მეორადი დანაკვთა. ზედაპირი უმეტესად სწორია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მრგვალფუძიანი კვადრატული ფორმისაა. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმის, ხშირად ამონაკვეთის ფორმა დახურულია სამკუთხედისმაგვარად ან ელიფსისებრი თვლით, იშვიათად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთიც გვხვდება. ქვედა ამონაკვეთი ნაკლები სიღრმისაა, ფორმა ძირითადად  კვერცხისმაგვარია, იშვიათად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება ნემსისებურად წაწვეტებული სამკუთხედის ფორმის კბილებით. გვერდითი კბილების ფორმა ხერხის კბილების მსგავსია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (16X6სმ). ვიწრო კონუსური ფორმის, მხრიანი. ძირითადად საშუალო სიკუმსის. მტევნის წონა 120-160გ. მარცვლების რაოდენობა მტევანში 100-120. მარცვალი: მუქი იისფერია, თითქმის შავი. საშუალო ზომის, სიგრძე 1,5-1,7სმ, სიგანე 1,4-1,6სმ. ოვალური ფორმის. კანი უხეში, რბილობი მკვრივი. მარცვლის გემო სასიამოვნო, ჰარმონიული, მარცვალი ყუნწზე მჭიდროდაა მიმაგრებული. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-19%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,5-6,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,8-1,4. სამეურნეო მიმართულება:  საღვინე - სასუფრე ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრის წითელ ღვინოს. ღვინო ალუბლისფერია, სუსტადგამოსახული არომატით, გემო სასიამოვნო, მცირესხეულიანი. სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევასაშუალო ღირებულების ადგილობრივი მოხმარების სადესერტო ყურძენს. არატრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: დ. ტაბიძის (1954) მიხედვით, სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით შავთხილა არ ჩამოუვარდება შასლას. მისი გამძლეობა სოკოვანი დაავადებების მიმართ შეფასებულია საშუალოზე მეტად - ჭრაქს უძლებს საშუალოზე მეტად, ხოლო ნაცარს - საშუალოდ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 292-297; Табидзе Д. И., Шавтхила, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда,Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пищепромиздат” Москва, 1966, Стр. 500-503. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი