საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საკმეველა


ჯიშის სახელწოდება: საკმეველაsakmavela სინონიმი: საკმიელა,საკმელა,საკმელაი წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო ფერისაა ღია მოწითალო ელფერით, შებუსულია სქლად აბლაბუდისებური თეთრი ფერის ბუსუსით. ახალგაშლილი ფოთლები ღია მწვანეა, ორივე მხრიდან სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყლორტი ღია მწვანეა, ძალიან მცირედ შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია საკმაოდ სქლად, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსურია, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ან უფორმო, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი, საშუალო მასა შეადგენს 126,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ღია მწვანე, მზიანი მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი საშუალო სისქისაა. რბილობი წვნიანი და ნაკლებად ხორციანია, ტკბილი, სასიამოვნო გემოთი, უმეტესად ერთწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5 %, მჟავიანობა 8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,5-9,5 ტ/ჰა (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის საკმეველა მნიშვნელოვანი ჯიშია. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 58-60. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 236. Рамишвили М.А., Сакмевела, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 57-59. ავტორი: ირმა მდინარაძე