საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კუპრაშვილისეული


ჯიშის სახელწოდება: კუპრაშვილისეულიkuprashviliseuli-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  ზრდის კონუსი თეთრია, ვარდისფერი წერტილებითა და სქელი ქეჩისებური შებუსვით. პირველი - მესამე ფოთოლი მოყვითალო ან ბრინჯაოსფერია, მეოთხე-მეხუთე ფოთოლი - მოყვითალო-მომწვანო, ბრინჯაოსფერი ელფერით. ღერო ბაცი მწვანეა, სუსტად შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად გულის ფორმის, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურული.  კბილები ხერხისებურ-სამკუთხედისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო ჯაგრისებურ -აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 161 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი ფერისაა, საშუალო სიდიდის, kupreishviliმომრგვალო, იშვიათად მცირედ ოვალური, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი სქელი, უხეში, მკვრივი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,3 – 23,50 %, მჟავიანობა 10,0 -13,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0 - 8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, ბროწეულისფერი, საშუალოდ ექსტრაქტული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: კუპრაშვილისეულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. შედარებით ყინვა და გვალვაგამძლეა. მტევანს ახასიათებს არათანაბარი სიმწიფე, მცირე რაოდენობით მწვანე, განუვითარებელი მარცვლები. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 231. Табидзе Д. И., Купрашвилисеули, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1965, Том II, ст. 239-242. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე