საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სეურა


ჯიშის სახელწოდება: სეურა სინონიმი: კორტნული, სევურა წარმოშობა:  რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შებუსულია, ნარინჯისფერი ელფერით. გვირგვინს ვარდისფერი ლაქებით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, თითქმისოვალური,სამ-, ხუთნაკვთიანი,  საშუალოდ, ზოგჯერ ძლიერ ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებრი, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია  ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან პატარა ზომისაა, კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 120-130 გ. მარცვალი: მუქი წითელი ფერის, საშუალო ან პატარა ზომის, მრგვალი, ცვილით დაფარული. კანი - საშუალო სისქის და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი, მომჟავო-მოტკბო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0 - 21,0 %, მჟავიანობა 8,5-7,3 გ/ლ. მოსავლიანობა: 7.5-8.0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე ღვინის დახასიათება: ევროპული ტიპის, სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სეურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით არ გამოირჩევა.  შედარებით ნაკლებად ზიანდება ფილოქსერით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 69-72. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 237. Миротадзе А. В., Деметрадзе В.С., Сеура, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 132-133. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე